პუბლიკაციები პრესაში

შპს აუდიტ ლუქს სერვისი Audit lux service -ს მიენიჭა საზოგადოებრივი დაინტერესების პირების (სდპ-ების) ფინანსური ანგარიშგების აუდიტის განხორციელების უფლებამოსილება.

SARAS-F-844250


ბუღალტრული აღრიცხვისა და საგადასახადო სისტემის პროგრესირების პროცესში ადგილი აქვს მრავალმხრივ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც საჭიროებენ ყოველდღიური ოპერატიულობისა და პროფესიონალიზმის წონასწორობის შენარჩუნებას.
აუდიტური ფირმა შპს აუდიტ ლუქს სერვისი Audit lux service არის ქართული კომპანია, რომელიც კარგად იცნობს ადგილობრივ რეალობასა და ნაციონალურ-კულტურულ თავისებურებებს. საზოგადოების საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა საქართველოს და უცხოეთის სამეურნეო სუბიექტების, ფიზიკური და იურიდიული პირების სამეწარმეო საქმიანობის, საბუღალტრო აღრიცხვის, დაბეგვრის, საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის აუდიტორული შემოწმება და კონსულტაციები ეკონომიკური ქცევის კონცეპტუალურ მიმართულებებისა და დაბეგვრის საკითხებზე.

მიუხედავად დარგისა, რომელშიც თქვენ მუშაობთ, წარმატება და დასახული მიზნების რეალიზაცია პირდაპირ კავშირშია ბიზნესის წარმატების ფუნდამენტალური საკითხების ღრმა ცოდნასთან.

ჩვენი მუშაობის პრინციპებია: პასუხისმგებლობა; კომპეტენტურობა; ეფექტურობა.
დღეს, შპს აუდიტ ლუქს სერვისი Audit lux service ახორციელებს საბუღალტრო და აუდიტირულ მომსახურებას მენეჯმენტისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების განხრით, კონსულტაციებს უწევს სამთავრობო ინსტიტუტებსა, ადგილობრივი და საერთაშორისო ბიზნესისა და დონორების მიერ დაფინანსებული ორგანიზაციებს.
შპს აუდიტ ლუქს სერვისი Audit lux service ახორციელებს მომსახურებას, რომელიც არის მორგებული ნებისმიერი სპეციფიკური სიტუაციისადმი, რაც ჯგუფის პრაქტიკული გამოცდილების დამსახურებაა. ჩვენი სპეციალისტების აუდიტში, რეოგრანიზაციასა და საკონსულტაციო სტრატეგიებში, ძლიერი მხარეებისა და გამოცდილების კომბინაციით, შეგვიძლია განვახორციელოთ სერვისი, სექტორის სათანადო ცოდნითა და აღქმით.

საკონტაქტო ინფორმაცია

ქ.თბილისი. მარჯანიშვილის N21
(+995) 595 43 93 33 irina.davrashelidze@yahoo.com
(+995) 599 27 66 88 giorgi.khomeriki1313@yahoo.com
0322952093
www.auditluxservice.gweb.ge