სრულ ბუღალტრულ მომსახურებას. აღნიშნული მომსახურების დროს, კლიენტის
ძირითად ვალდებულებას წარმოადგენს კომპანიის სამეურნეო-საფინანსო
საქმიანობასთან დაკავშირებული პირველადი დოკუმენტების შექმნა.
• მოწოდებული პირველადი დოკუმენტების წარმოება საგადასახადო
მოთხოვნებთან შესაბამისობით;
• პირველადი საბუთების მომზადება/მოწესრიგება.
• პირველადი დოკუმენტების ასახვა საბუღალტრო პროგრამაში;
• საგადასახადო დეკლარაციების და ფორმების მომზადება და წარდგენა
საგადასახადო ინსპექციაში;
• დამკვეთის მიერ გადასახდელი გადასახადების კალკულაცია და დამკვეთის
ინფორმირება;
• ურთიერთობა საგადასახადო ინსპექციის თანამშრომლებთან დამკვეთის
საბუღალტრო და საგადასახადო საკითხებთან დაკავშირებით;
• კამერალური და გეგმიური საგადასახადო აუდიტის (რევიზიის) პერიოდში
დამკვეთის ინტერესების დაცვა და აუდიტის რეგლამენტით გათვალისწინებული
ინფორმაციის მომზადება/წარდგენა;
• დამკვეთის ინტერესების დაცვა მესამე პირების წინაშე
საბუღალტრო/საგადასახადო საკითხებში;
• საბუღალტრო პროგრამის სტანდარტული ამონაწერების და ბრუნვითი
უწყისების მიწოდება;
• სხვა მომსახურება, რომელიც აუცილებელია ბუღალტერიის წარმოებისათვის
საქართველოშო მოქმედი სტანდატებისა და მოქმედი კანონმდებლობის
შესაბამისად;
დამკვეთის მოთხოვნებიდან გამომდინარე, შესაძლებელია სხვადასხვა
სირთულის ფინანსური ანგარიშების მომზადება-წარდგენაც. მათ შორის,
ბანკებისთვის (კრედიტის დამტკიცება/მონიტორინგისთვის საჭირო)
სპეციფიკური ფინანსური ანგარიშების მომზადება/წარდგენა;
ჩვენი მომსახურება საშუალებას აძლევს ჩვენს კლიენტებს კონცენტრირება
მოახდინონ მხოლოდ კომპანიის ძირითად საქმიანობაზე და არ დახარჯონ დრო
საბუღალტრო-საგადასახადო პრობლემების გადაწყვეტაზე.
• სამეურნეო ოპერაციების ამსახველი პირველადი დოკუმენტების შედგენის
წესისა და ფორმის შერჩევითი შემოწმება არსებულ მოთხოვნებთან
შესაბამისობაზე;
• სამეურნეო ოპერაციებისა და საბუღალტრო ჩანაწერების აღრიცხვის
შემოწმებას აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაზე;
• წარმოდგენილი ფინანსური ანგარიშგების შემოწმებას ანგარიშგების
საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაზე;
• წარმოდგენილი ფინანსური ანგარიშგების შემოწმებას საბუღალტრო
ჩანაწერებთან შესაბამისობაზე;
მომსახურების შედეგად, დამკვეთს გადაეცემა საერთაშორისო სტანდარტებით
განსაზღვრული ფორმის აუდიტორული დასკვნა და წერილი მენეჯმენტს.
• სამეურნეო ოპერაციების ამსახველი პირველადი დოკუმენტების შედგენის
წესისა და ფორმის შემოწმება არსებულ მოთხოვნებთან;
• სამეურნეო ოპერაციებისა და საბუღალტრო ჩანაწერების აღრიცხვის
შემოწმებას აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაზე;
• სამეურნეო ოპერაციების შედეგად წარმოშობილი საგადასახადო
ვალდებულებების შემოწმებას საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულ
მოთხოვნებთან შესაბამისობაზე;
• წარდგენილი საგადასახადო ანგარიშგების ფორმების (დეკლარაციების)
შემოწმება, საგადასახადო მოთხოვნებსა და სამეურნეო ოპერაციებთან
შესაბამისობაზე;
მომსახურების შედეგად, დამკვეთს გადაეცემა კონფიდენციალური ანგარიში,
რომელშიც მოყვანილია შემოწმების შედეგად გამოვლენილი ხარვეზები, მათი
ფინანსური შედეგები და მათ შესაძლო გამოსწორებასთან დაკავშირებული
რეკომენდაციები.
დამკვეთის საქმიანობიდან გამომდინარე მასზედ შემსრულებლის ბრალეულობით
რაიმე სახის საგადასახადო ვალდებულების დაკისრების შემთხვეაში,
შემსრულებელი კისრულობს ვალდებულებას სრულად გადაიხადოს დამკვეთზე
დაკისრებული საგადასახადო ვალდებულება სახელმწიფო ბიუჯეტის
წინაშე.
დამკვეთის საქმიანობიდან გამომდინარე იურიდიულ მომსახურებას, რომელიც
შესაძლოა გამოწვეულ იქნას სხვადასხვა სუბიექტური და ობიექტური
მიზეზებით, თითოეული ასეთი პრობლემის მოუგვარებლობა ნიშნავს შესაძლო
ჯარიმებს, სანქციებსა და საურავებს.
• იურიდიული მომსახურება სამეწარმეო სამართლის საკითხებზე;
• სტანდარტული ხელშეკრულებების მომზადება;
• ხელშეკრულებების ექსპერტიზა;
• გადასახადების ოპტიმიზაცია;
• კლიენტის მიზნებზე სამართლებრივი გადაწყვეტილებების
ორიენტირება/შემუშავება;
რას გთავაზობთ?
საკონტაქტო ინფორმაცია
ქ.თბილისი. მარჯანიშვილის N21
(+995) 595 43 93 33 irina.davrashelidze@yahoo.com
(+995) 599 27 66 88 giorgi.khomeriki1313@yahoo.com
0322952093
www.auditluxservice.gweb.ge