მომსახურება

აუდიტორულ შემოწმებას ახორციელებენ სამეურნეო სუბიექტის სამეწარმეო საქმიანობის, საჯარო ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების, დაბეგვრისა და სამეურნეო-საფინანსო საქმიანობისა და საწესდებო მოთხოვნების უტყუარობის, სისრულის, მოქმედ კანონმდებლობასთან და ნორმატივებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ობიექტურობის, დამოუკიდებლობისა და კონფიდენციალურობის პრინციპების დაცვით გთავაზობთ აუდიტორული მომსახურების სრულ სპექტრს. არღიცხვის, დაბეგვრისა და მართვის სფეროში გაწეული კვალიფიციული დახმარება უზრუნველყოფს მნიშვნელოვან ეკონომიკურ ეფექტს. დამოუკიდებელი ექსპერტიზა, რომელსაც ჩაატარებენ ჩვენი პროფესიონალები, საშუალებას მოგცემთ თქვენი ბუღალტრული აღრიცხვა და საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებული გაანგარიშება შესაბამისობაში მოიყვანოთ მოქმედ კანონმდებლობასთან, ხოლო აუდიტორის დასკვნა ბუღალტრული ანგარიშგების უტყუარობის შესახებ წარმოადგენს თქვენი კომპანიის პატიოსნებისა და გამჭირვალობის დასტურს.


აუდიტი და ბუღალტრული აღრიცხვა კონსულტაცია და მომსახურება

 

ექსპერტიზა ეკონომიკურ საკითხებში
ბეჭდვა